Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასადი აცხადებს, რომ არმია ძალების ნაკლებობას განიცდის, თუმცა ომს მაინც მოიგებს


სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა 26 ივლისს აღიარა, რომ სირიის არმია ძალების ნაკლებობას განიცდის და გარკვეული ტერიტორიების დათმობა მოუწია მიმდინარე სამოქალაქო ომში. თუმცა, ასადმა დასძინა, რომ არმიას შეუძლია დაიცვას ერი და განაცხადა, რომ ის ომს მაინც მოიგებს. ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ასადმა თქვა, არმიაში „ადამიანური რესურსების ნაკლებობააო“, თუმცა დასძინა, ეს არ ნიშნავს, რომ კოლაფსზე შეგვიძლია ვილაპარაკოთო. ახალგაზრდა სამხედროების ნაკლებობის გამო, სირია იძულებულია ჯარში გაიწვიოს მთავრობის მომხრე გასამხედროებული ჯგუფების წევრები, მთავრობის მიერ გაკონტროლებული პროვინციებიდან. რეგულარული არმიის კონტინგენტი მნიშვნელოვნად შემცირდა ომამდე - ბრიტანეთში განთავსებული სირიის ადამიანის ობსერვატორიის მონაცემებით, 350,000-დან მისი რაოდენობა 200,000 გახდა.

XS
SM
MD
LG