Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჰამედ ჯავად ზარიფმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს ერთიანობისკენ მოუწოდა


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ჯავად ზარიფმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს „ექსტრემიზმის, ტერორიზმისა და სექტანტობის საფრთხეების წინააღმდეგ“ საბრძოლველად გაერთიანებისკენ მოუწოდა. „ერთი ქვეყნისთვის საფრთხე ყველასთვის საფრთხეა“, - განაცხადა ზარიფმა კუვეიტში გამართულ პრესკონფერენციაზე - „არც ერთ ქვეყანას შეუძლია რეგიონული პრობლემების მოგვარება სხვების დახმარების გარეშე“. მსოფლიოს ექვსეულთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ ეს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ვიზიტი იყო. ირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება აშფოთებს რეგიონის ზოგიერთ ქვეყანას. ირანის მეზობლები შიშობენ, რომ ამ შეთანხმებით, შესაძლოა, გაძლიერდეს შიიტების რეგიონული ძალაუფლება - „საჭიროა არა ირანის პოლიტიკის შეცვლა, არამედ ზოგიერთი იმ ქვეყნის პოლიტიკის შეცვლა, რომელსაც რეგიონში კონფლიქტი და ომი უნდა“, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მანამდე ზარიფი კუვეიტის ამირასა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. კუვეიტიდან ის კატარში გაემგზავრა, საიდანად ერაყში ჩავა.

XS
SM
MD
LG