Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მარგველაშვილმა დააჯილდოვა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი


საქართველოს პრეზიდენტი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტს პატრიკ ჯოზეფ ჰიკის შეხვდა და ის „ოქროს საწმისის ორდენით“ დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა პატრიკ ჯოზეფ ჰიკის მადლობა გადაუხადა განსაკუთრებული წვლილისთვის იმ საქმეში, რომ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში ტარდება. გარდა ამისა, „ოქროს საწმისის ორდენი“ ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტისგან დაიმსახურა ასევე ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის განვითარების ხელშეწყობისთვის და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საერთაშორისო ოლიმპიურ ოჯახში ინტეგრირების ხელშეწყობისთვის. დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და „თბილისი-2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

XS
SM
MD
LG