Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოლიმპიურ ფესტივალთან დაკავშირებით გადაიკეტება რამდენიმე ქუჩა


ევროპის მე-13 ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალ "თბილისი 2015"-თან დაკავშირებით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება.შსს-ს ინფორმაციით, დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გადაიკეტება აღმაშენებლის ხეივნის ერთი მხარე – მცხეთისკენ მიმავალი მიმართულება, ხოლო მცხეთიდან თბილისში შემომავალ მიმართულებაზე იქნება ორმხრივი მოძრაობა. 29 ივლისს 15:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი. 30 ივლისს 08:00 საათიდან 19:00 საათამდე სრულად გადაიკეტება თბილისის ზღვის მიმდებარე ავტომაგისტრალი. "მოსახლეობას მოვუწოდებთ, აღნიშნულ თარიღებსა და მიმართულებებზე ავტომანქანებით გადაადგილებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი", - აცხადებს შსს.

XS
SM
MD
LG