Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი გამოდის ნატოში საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით


თურქეთი "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებების კოორდინაციის მიზნით, ნატოში საგანგებო სხდომის მოწვევის ინიციატივით გამოვიდა. BBC-ის ინფორმაციით, შეხვედრა დღეს უნდა გაიმართოს. ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთმა ალიანსის ხელშეკრულების მეოთხე მუხლი გამოიყენა, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს საშუალებას აძლევს, პარტნიორების საგანგებო სხდომა მოიწვიოს, თუ მის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ემუქრება. სტოლტენბერგის თქმით, მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავითოღულსთან და მხარდაჭერა გამოხატა თურქეთის პოლიტიკისადმი "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებზე საჰაერო იერიშები მიიტანა.

XS
SM
MD
LG