Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დაკავებულია ორი პირი ნარკოდანაშაულის ბრალდებით


შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით ორი პირი დააკავა. ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე დაკავებულ, 1960 წელს დაბადებულ ჯემალ მ-ს, ავტომობილის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 49 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,392 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. ხოლო სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ, 1976 წელს დაბადებული დავით ზ-ს, ჩხრეკისას, აღმოუჩინეს სამი აბი „სუბოქსინი“, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,008 გრ ბუპრენორფინს შეიცავს. დავით ზ-ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ჯემალ მ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე, ხოლო დავით ზ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე.

XS
SM
MD
LG