Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთი და აშშ „ისლამური სახელმწიფოსგან“ უსაფრთხო საზღვარს შექმნიან


აშშ-ი და თურქეთი შეთანხმდნენ, ერთობლივი ძალით გაწმინდონ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისაგან თურქეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორია, გადაუჭრან ექსტრემისტებს მომარაგების გზები და შექმნან თავისუფალი ზონა ათასობით სირიელი დევნილისათვის. აღნიშნული გადაწყვეტილების ფონია თურქეთის მიერ გასულ კვირაში ჩატარებული უპრეცედენტო სამხედრო ოპერაცია, რითაც ანკარა ჩაერთო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ომში. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა 27 ივლისს აღნიშნა, რომ „ისლამური სახელმწიფოსაგან“ თავისუფალი ზონა უნდა მოიცავდეს 68 მილის სიგრძის სასაზღვრო მონაკვეთს, რომელსაც ჯერ კიდევ ისლამისტი ექსტრემისტები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG