Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა „არასასურველად“ გამოაცხადა ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია NED-ი


რუსეთის პროკურატურამ „არასასურველი“ უწოდა დემოკრატიის ხელშემწყობ ეროვნულ ფონდს, (NED), რაც სამართლებრივ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია უკანონოდ გამოცხადდეს რუსეთის ტერიტორიაზე. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ხელისუფლება იყენებს იმ სადავო კანონს, რომელსაც მაისში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი. უფლებადამცველები აკრიტიკებენ აღნიშნულ კანონს, რომელიც, მათი თქმით, ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას. ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, რუსეთის პროკურატურა არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ხელშემწყობ ეროვნული ფონდს“ ქვეყნის კონსტიტუციური წესრიგის, თავდაცვითი შესაძლებლობებისა და ქვეყნის უსაფრთხოებისათვის სახიფათო ორგანიზაციას უწოდებს.

XS
SM
MD
LG