Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ევროგვირაბში" 2000 მიგრანტი შეიჭრა


საფრანგეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2000-ზე მეტმა მიგრანტმა სცადა ლა მანშის გვირაბში შესვლა იმისათვის, რომ საფრანგეთიდან ბრიტანეთში ჩაეღწია. „ევროგვირაბის“ წარმომადგენელმა 28 ივლისს განაცხადა, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში ეს იყო გვირაბში შეჭრის ყველაზე მასობრივი შემთხვევა - „გამოვიძახეთ ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის ყველა თანამშრომელი, თითქმის 200 ადამიანი და პოლიცია“. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, ექვსი მიგრანტი დაშავდა გვირაბის შესასვლელში: „დაახლოებით 2100 მიგრანტი შევიდა გვირაბში, მათგან 1900 მალევე უკან გამოდევნეს, 200 პირი დააკავეს“. ივნისის დასაწყისიდან დღემდე, გვირაბში შესვლის მცდელობისას რვა მიგრანტი დაიღუპა. „ევროგვირაბის“ განცხადებით, მიგრანტების გვირაბში შეჭრის გამო 28 ივლისს იქ ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო. გვირაბში ასეთი შეფერხებები ჩვეული გახდა, რადგან დაახლოებით 5000-მა მიგრანტმა, უმრავლესად - აფრიკიდან, ავღანეთიდან და ახლო აღმოსავლეთიდან შექმნეს ბანაკი საფრანგეთის ჩრდილოეთის პორტში და რეგულარულად ცდილობენ გვირაბის გავლით, ან ბორნით ლა მანშის სრუტე გადალახონ.

XS
SM
MD
LG