Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი - "სნოუდენი უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე"


თეთრმა სახლმა უარით უპასუხა პეტიციას, რომლითაც ათასობით ადამიანი აშშ-ის მთავრობას მოუწოდებს ედვარდ სნოუდენის შეწყალებისკენ. ედვარს სნოუდენის მიერ აშშ-ის უშიშროების ეროვნული სააგენტოს მიერ ინტერნეტსა და სატელეფონო საუბრებზე თვალყურის დევნებაზე ინფორმაციის გავრცელებას საერთაშორისო აღშფოთება და მთავარ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაფუჭება მოჰყვა. თეთრი სახლის ვებ-საიტზე 168 ათასი პირის მიერ მხარდაჭერილ პეტიციას პრეზიდენტ ბარაკ ობამას მრჩეველი საშინაო უსაფრთხოების საკითხებში ლისა მონაკო 28 ივლისს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სნოუდენი უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე: „ის უნდა დაბრუნდეს აშშ-ში და გასამართლდეს მისი თანამოქალაქეებისგან შემდგარი სასამართლოს მიერ და არ უნდა იყოს ამოფარებული ავტორიტარულ რეჟიმს“. 2013 წელს სნოუდენმა რუსეთს სთხოვა თავშესაფარი. სნოუდენის ადვოკატი მოსკოვში აცხადებს, რომ თეთრი სახლი უარს აცხადებს მის შეწყალებაზე „პოლიტიკურ“ და არა „კანონმდებლობის“ საფუძველზე.

XS
SM
MD
LG