Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური პირის ცნობით, თალიბანის ლიდერი, მოლა ომარი ორი წელია ცოცხალი აღარ არის


ავღანეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 29 ივლისს უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს, რომ თალიბანის ლიდერი, მოლა მოჰამად ომარი ცოცხალი არ არის 2013 წლიდან. ოფიციალურმა პირმა ვინაობის საჯაროდ გამხელა არ მოისურვა. მას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია. მაგრამ ავღანეთის ტელევიზია მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ცნობა მოლა ომარის სიკვდილის შესახებ პაკისტანმა მიაწოდა ქაბულს და რომ თალიბანის ლიდერი მოკლულ იქნა. წარსულში ბევრჯერ გავრცელებულა ინფორმაცია მოლა ომარის სიკვდილზე, მაგრამ 29 ივლისს პირველად მოხდა, რომ ინფორმაცია ავღანელმა ოფიციალურმა პირებმაც დაადასტურეს. თალიბანის წარმომადგენლები უარყოფენ ამ ცნობას.

XS
SM
MD
LG