Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქურთების ლიდერი აკრიტიკებს სირიაში „უსაფრთხო ზონის“ შექმნის გეგმას


თურქეთში ქურთების უფლებების მხარდამჭერი პარტიის ლიდერი, სელაჰატინ დემირტაში აცხადებს, რომ თურქეთის და აშშ-ის გეგმა, „უსაფრთხო ზონა“ შექმნან ჩრდილოეთ სირიაში, არის მცდელობა, ხელი შეუშალონ ქურთებს თურქეთის მიმდებარე ტერიტორიის გაკონტროლებაში. დემირტაშმა, რომელიც სახალხო-დემოკრატიულ პარტიას ხელმძღვანელობს, ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის უთხრა, რომ თურქეთი ექსტრემისტების გაერთიანება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას იყენებს საბაბად საიმისოდ, რომ იერიშები მიიტანოს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" (PKK) წევრ მეამბოხეებზე. ვაშინგტონი PKK-ს ტერორისტულ ჯგუფად მიიჩნევს, მაგრამ მხარდაჭერას უწევს და აღჭურვილობას აწვდის ქურთ მეამბოხეებს ერაყში და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებთან საბრძოლველად. ვაშინგტონი უარყოფს ბრალდებას, თითქოს პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაყაბულდა თვალი დახუჭოს ქურთების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ზომებს, რათა გაინაღდოს თურქეთის დახმარება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში. თურქეთის გეგმით, ჩრდილოეთ სირიაში, თურქეთის საზღვრის გასწვრივ 110-კილომეტრიან მონაკვეთზე უნდა შექმნას ბუფერული ზონა.

XS
SM
MD
LG