Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამმა რუსმა ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოაცხადა


სამმა რუსმა ოპოზიციონერმა შიმშილობა გამოაცხადა მათთვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გასაპროტესტებლად. ნოვოსიბირსკში ოპოზიციის კამპანიის ორგანიზატორმა ლეონიდ ვოლკოვმა და კანდიდატებმა ეგორ სავინმა და სერგეი ბოიკომ შიმშილობა დაიწყეს მას შემდეგ, რაც საარჩევნო კომისიამ უარი თქვა მიეღო ხელმოწერები, რომლებიც ოპოზიციონერებმა წარადგინეს სექტემბრისთვის დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გასავლელად. ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებს მიიჩნევს ერთგვარ რეპეტიციად მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის. სამი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას, სანამ ცენტრალური საარჩევნო კომისია არ გადასინჯავს მათ მიმართვას.

XS
SM
MD
LG