Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პრეზიდენტი პარიზში მიიწვიეს


საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორან ფაბიუსმა განაცხადა, რომ პრეზიდეტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზში მიიწვია ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი ნოემბრისთვის. ფაბიუსმა თქვა, რომ მას თეირანში თან აქვს ჩატანილი წერილი, რომელიც როჰანისთან შეხვედრისას უნდა გადაეცა მისთვის. ეს ფაბისუსმა გამოაცხადა თავის კოლეგა, ჯავად ზარიფთან შეხვედრის შემდეგ. საფრანგეთსა და ირანს შორის ურთიერობის დათბობა მოჰყვა ვენაში ბირთვულ სფეროში შეთანხმებას ირანსა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს და გერმანიას შორის. ზარიფი თეირანში შეხვდა ევროპის კავშირის საგარეო პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის.ზარიფმა განაცხადა, რომ ის და მოგერინი შეთანხმდნენ მაღალი დონის მოლაპარაკებებზე ენერგეტიკის ადამიანის უფლებების დაცვის, ტერორიზმთან ბრძოლის სფეროებში და რეგიონულ საკითხებში თანამშრომლობის შესახებ.

XS
SM
MD
LG