Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი: ავღანეთის მთავრობასთან ამ კვირაში არ შედგება სამშვიდობო მოლაპარაკება


თალიბანმა უარყო გავრცელებული ცნობები, რომ ავღანეთის მთავრობასთან ამ კვირაში სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდია დანიშნული. ცნობები, რომ მოლაპარაკება ჩინეთში ან პაკისტანში გაიმართებოდა, მედიით გავრცელდა. თალიბანის პრესმდივანმა, ზაბიულა მუჯაჰიდმა 30 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომ თალიბანის პოლიტიკურმა განყოფილებამ, რომელსაც მოლაპარაკების გამართვა ევალება, „არ იცის ამგვარი პროცესის შესახებ“. ავღანეთის წარმომადგენლებმა ამ კვირაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ პაკისტანი 31 ივლისს უმასპინძლებდა მოლაპარაკების მეორე რაუნდს ავღანეთის მთავრობის და თალიბანის წარმომადგენლებს შორის. მაგრამ ამ მოლაპარაკების მომავალი გაურკვეველია მას შემდეგ, რაც ქაბულმა 29 ივლისს გამოაცხადა, რომ თალიბანის ლიდერი, მოლა ომარი ორი წლის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა კარაჩიში, პაკისტანში. თალიბანის პრესმდივნის განცხადებაში არ არის ნახსენები მოლა ომარის სიკვდილი.

XS
SM
MD
LG