Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვინენკოს ქვრივის ადვოკატი: პუტინმა შეუკვეთა ყოფილი აგენტის მკვლელობა


„კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტის, ბრიტანეთში მოკლული ალექსანდრ ლიტვინენკოს ქვრივის ადვოკატმა 31 ივლისს განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეუკვეთა ლიტვინენკოს მოკვლა, და რომ რუსეთის ხელისუფლება ბევრჯერ შეეცადა სიკვდილის მიზეზების გამოძიებისთვის ხელი შეეშალა. ლონდონის მართლმსაჯულების სამეფო სასამართლოში მოსმენების ბოლო დღეს, ადვოკატმა, ბენ ემერსონმა თქვა, რომ ლიტვინენკო მიჩნეულ იყო „რუსეთის სახელმწიფოს მტრად, რომელიც მოსასპობი იყო, რადგან აპირებდა კრიმინალურ სამყაროსთან პუტინის კავშირების გამომზეურებას. ბრიტანეთის პოლიცია ორ პირს, დმიტრი კოვტუნს და ანდრეი ლუგოვოის ადანაშაულებს მკვლელობის განხორციელებაში. ორივე უარყოფს ბრალდებას. მოსკოვი უარსაა, გადასცეს ისინი ბრიტანეთს. სასამართლო 2015 წლის ბოლოს გამოაქვეყნებს დასკვნას.

XS
SM
MD
LG