Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის უშიშროების სამსახური: სოჭის ოლიმპიადის დროს თავიდან იქნა აცილებული ტერაქტი


რუსეთის საშინაო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ აშშ-ი, საქართველო და დასავლეთის სხვაქვეყნები რუსეთსსოჭის ოლიმპური თამაშების დროსდაეხმარნენ თავიდან აეცილებინათ ტერაქტი. თამაშები სოჭში ჩატარდა მიუხედავადდიდი შეშფოთებისა, რომ ჩრდილოეთი კავკასიდან იგეგმებოდა ტერაქტი. რუსეთმა შეიმუშავა უსაფრთხოების ზომები. ოპერაცია, სახელწოდებით, „ფოლადის სარტყელი“უმკაცრეს ზომებს გულისხმობდა. ბორტნიკოვმა თქვა, რომ საფრანგეთის, გერმანიის, ავსტრიის, აშშ-ის და საქართველოს მთავრობებთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით წარმატებას მივაღწიეთ, თავიდან აგვეცილებინა ოლიმპიურ თამაშების ობიექტებზე თავდასხმები, რომლებიც მზადდებოდაო.

XS
SM
MD
LG