Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა პოლიტიკოსმა მარია გაიდარმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო


რუსმა პოლიტიკოსმა მარია გაიდარმა, რომელიც ივლისში დაინიშნა უკრაინაში ოდესის რეგიონის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ, უკრაინის მოქალაქაობა მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა 4 აგვისტოს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა ბრძანებულებას გაიდარისათვის მოქალაქეობის მინიჭებაზე. ოდესის რეგიონის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ გაიდარს ნიშნავს თავის მოადგილედ სოციალურ სფეროში. 32 წლის მარია გაიდარი არის რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ეგორ გაიდარის ქალიშვილი და მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ამჟამინდელ პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა ჟურნალისტ ვლადიმირ ფედორინსაც, ჟურნალ "ფორბსის" უკრაინის გამოცემის ყოფილ რედაქტორს, რომელიც ასევე ოდესაში ცხოვრობს.

XS
SM
MD
LG