Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა გირგვლიანის საქმეზე გამოტანილი განაჩენი


თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა სანდრო გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოს ვერდიქტი, რომელსაც მიეკუთვნება გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართაც. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული განაჩენით ივანე მერაბიშვილი ცნობილია დამნაშავედ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბისთვის. მერაბიშვილის 3 წლით პატიმრობა მიესაჯა. სანდრო გირგვლიანის სიკვდილი მოჰყვა 2006 წელს თბილისში მომხდარ ინციდენტს. სასამართლოს ვერდიქტით, ივანე მერაბიშვილმა ორგანიზება გაუკეთა სანდრო გირგვლიანის საქმის მტკიცებულებების გაყალბებას.

XS
SM
MD
LG