Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერია ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დაეხმარება


თბილისის მერია ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს დახმარებას ჰპირდება. 5 აგვისტოს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და შესაბამისი დავალება მისცა რაიონის გამგეობებსა და შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელებს. „თბილისის მერია ამ ოჯახებს გვერდით დაუდგება და შესაბამისი მომსახურება, საჭიროებები ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ჯერჯერობით უცნობია, გაუწევენ თუ არა დახმარებას ხანძრის შედეგად დაზარალებულებს და გაიცემა თუ არა კომპენსაცია. 4 აგვისტოს, ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, გუდაუთის ქუჩაზე ხანძარმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა.

XS
SM
MD
LG