Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი კონტრზომებს ამზადებს, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ


რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაიწყო წინადადების მომზადება სასურსათო ემბარგოს დასაწესებლად იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტის“ სამინისტროს პრეს–სამსახურიდან აცნობეს. წყაროს ცნობით, ემბარგოს საკითხი 7 ქვეყანასთან მიმართებით განიხილება და ამ ეტაპზე მზადდება დადგენილების პროექტი. პრემიერ–მინისტრ დმიტრი მედვედევის სამშაბათის განცხადების თანახმად, მთავრობამ შესაძლოა მიმართოს პრეზიდენტ პუტინს თხოვნით, რათა გაფართოვდეს იმ ქვეყნების სია, რომლებზეც გავრცელდება რუსეთის ემბარგო. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონტრზომების საკითხი შეეხება საქართველოსაც.

XS
SM
MD
LG