Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი რუსეთს თანხას გადაუხდის „მისტრალის“ შეთანხმების გაუქმების გამო


საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, ჟან-ივ ლე დრიანის განცხადებით, პარიზი რუსეთს დაახლოებით 1.2 მილიარდ ევროს გადაუხდის, "მისტრალის" ტიპის საბრძოლო ხომალდების შესახებ შეთანხმების გაუქმების გამო. როგორც ლე დრიანმა რადიოინტერვიუში განაცხადა, ეს საკითხი უკვე განიხილეს საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა და „ამ თემაზე უთანხმოება აღარ არსებობს.“ თავდაცვის მინისტრის თქმით, „მისტრალის“ ტიპის ორი ვერტმფრენმზიდის თავდაპირველი ფასი 1.2 მილიარდი ევრო იყო, მაგრამ საფრანგეთი ნაკლებს გადაიხდის, ვინაიდან ხომალდები დასრულებული არ იყო და კონტრაქტი გაუქმდა. ლე დრიანს ზუსტი თანხა არ დაუსახელებია. მისი თქმით, საფრანგეთის ჯარიმა გათვალისწინებული არ არის 2011 წლის კონტრაქტში, რომლის შესრულებაც პირველად 2014 წელს გადაიდო, შემდეგ კი გაუქმდა იმ როლის გამო, რომელსაც რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში ასრულებს. ლე დრიანის თქმით, ორი ხომალდის შესყიდვის სურვილი სხვა რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა. რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ხომალდებს „ვლადივოსტოკი“ და „სევასტოპოლი“ დაარქვეს.

XS
SM
MD
LG