Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთში 5 კაცი დაიღუპა სამხედროებსა და ექსტრემისტებს შორის შეტაკებაში


სულ მცირე 5 კაცი დაიღუპა თურქეთის სამხედრო რაზმსა და ქურთ ექსტრემისტთა შორის მომხდარ შეტაკებებში ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ოლქში. თავდაპირველად ერაყისა და სირიის საზღვართან მდებარე ქალაქ სილოპში პოლიციის რეიდის დროს მოხდა სროლა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემდეგ ირანთან მოსაზღვრე ანგრის პროვინციაში მოკლეს ერთი პოლიციელი და ირანის სატრანსპორტო კომპანიის მუშაკი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში თურქეთის არმიასა და ქურთ ექსტრემისტთა შორის მომხდარ შეტაკებებში სულ 30 კაცი დაიღუპა. ამის მიზეზი გახდა თურქეთის ხელისუფლებასა და გასამხედროებულ ორგანიზაცია PKK-ს შორის არსებული ზავის დარღვევა, რაც ანკარის მიერ ქურთ მეამბოხეთა პოზიციების საავიაციო იერიშებს მოჰყვა.

XS
SM
MD
LG