Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20 პოლიციელი დაიღუპა პოლიციის აკადემიაზე მომხდარ თავდასხმაში


სულ მცირე 20 პოლიციელი დაიღუპა თვითმკვლელი მოიერიშის მიერ 7 აგვისტოს ქაბულში მდებარე პოლიციის აკადემიასთან მომხდარი აფეთქების შედეგად. ეს ერთი დღის განმავლობაში მომხდარი ზედიზედ მეორე თავდასხმაა ავღანეთის დედაქალაქში. დილით ქაბულის ერთ-ერთ საცხოვრებელ კვარტალში, ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს საუწყებო ბინასთან მომხდარ თავდასხმას სულ მცირე 15 კაცის სიცოცხლე შეეწირა. 250 ადამიანი კი დაიჭრა. დაჭრილთა შორის 47 ქალი და 30 - ბავშვია. მოგვიანებით აფეთქების ხამ გაისმა ქაბულის აეროპორტთან და საერთაშორისო კოალიციური ძალების ბაზასთან. ამ თავდასხმის ხასიათსა და შედეგებზე ინფორმაცია არ ვრცელდება. იუწყებიან, რომ სროლის და აფეთქების ხმა ქაბულში კვლავ ისმის, ჰაერში სამხედრო შვეულმფრენები დაფრინავენ.

XS
SM
MD
LG