Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში განაახლეს უცხოელი არტისტების „შავი სია“


უკრაინის უშიშროების სამსახურმა კულტურის სამინისტროს წარუდგინა კულტური იმ 14 მუშაკის სია, რომელთა მოქმედება მუქარას უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამ სიაში მოხვდნენ ოლეგ გაზმანოვი, იოსიფ კობზონი, სერგეი ბეზრუკოვი, მიხაილ ბოიარსკი, ჟერარ დეპარდიე და სხვები. სია შედგა უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს, უკრაინის ტელე და რადიომაუწყებლობის საკითხების ეროვნული საბჭოს მიმართვის საფუძველზე.როგორც იტყობინებიან, ეს სია განახლდება უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციის შესაბამისად. ახალი კანონმდებლობის თანახმად, უკრაინის სახელმწიფო კინო უარს ამბობს ახალი მოწმობის გაცემაზე ან წყვეტს არსებულ მოწმობას ფილმის გავრცელებისა და ჩვენებისთვის, თუკი მისი ერთი მონაწილე აღმოჩნდება სიაში, რომელიც მუქარას უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას.

XS
SM
MD
LG