Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სამხედრო სარდალი მხარს უჭერს ბირთვულ შეთანხმებას


ირანის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ირნას ცნობით, ქვეყნის სამხედრო სარდალი მხარს უჭერს მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოებთან თეირანის შეთანხმებას მისი ბირთვული პროგრამის თაობაზე. ირნას თანახმად, გენერალმა ჰასან ფირუზაბადიმ, რომელიც ირანის სულიერ ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან დაახლოებული პირია, გარიგების 16 უპირატესობაზე ილაპარაკა. ანალიტიკოსთა აზრით, ფირუზაბადის გამოსვლას შესაძლოა დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს იმისთვის, რომ ირანის კონსერვატორებმა ლიბერალების მსგავსად დაუჭირონ მხარი შეთანხმებას მიუხედავად იმისა, რომ იზრდება წინააღმდეგობა მკაცრი კურსის მომხრეთა მხრიდან.

XS
SM
MD
LG