Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ძირეული გარდაქმნის ინიციატივით გამოვიდა


ერაყის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ძირეული გარდაქმნის ინიციატივით გამოვიდა გასული კვირის მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციების საპასუხოდ. ჰაიდარ ალ-აბადი ფეისბუკში გამოვიდა მოწოდებით, რომ გაუქმდეს ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მოადგილის თანამდებობები ხარჯების დასაზოგად და კორუფციის შესამცირებლად. გარდა ამისა, აბადი გამოვიდა მოწოდებით, შეწყდეს სამთავრობო თანამდებობებზე ხალხის დანიშვნა პარტიული და რელიგიური კვოტებით. როგორც აბადის წარმომადგენელმა განუცხადა ჟურნალისტებს, მინისტრთა კაბინეტმა მოიწონა რეფორმების პროექტი.

XS
SM
MD
LG