Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონმა თურქეთის ბაზაზე გაგზავნა ავიამოიერიშეები და პირადი შემადგენლობა


9 აგვისტოს აშშ-მა ექვსი ავიამოიერიშე F-16 გაგზავნა თურქეთში მდებარე ამერიკულ სამხედრო-საჰაერო ბაზა „ინჯირლიკზე“ იმისთვის, რომ იქიდან „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ განახორციელოს იერიშები. „ინჯირლიკი“ თურქეთის სამხრეთში, სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს და მას ერთობლივად იყენებენ აშშ-ისა და თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები. „ინჯირლიკი“ ევროპაში აშშ-ის ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე სამხედრო-საჰაერო ბაზაა. პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაშინგტონი თურქეთში გზავნის „მცირე ესკადრილიას“ საავიაციო ფრთიდან, რომელიც ბაზირებულია იტალიაში, ავიანოს ბაზაზე. თვითმფრინავებთან და პირად შემადგენლობასთან ერთად თურქეთში გაიგზავნა „დამხმარე ტექნიკა“, თუმცა, არ ზუსტდება რა სახის არის ეს ტექნიკა.

XS
SM
MD
LG