Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში დაჭრეს მამაკაცი შავკანიანი მოზარდის მოკვლის წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის დროს


აშშ-ის ქალაქ ფერგიუსონში პოლიციელმა დაჭრა მამაკაცი შავკანიანი მოზარდის მოკვლის წლისთავისადმი მიძღვნილი დემონსტრაციის დროს. პოლიციის წარმომადგენლის ცნობით, მამაკაცმა სროლა დაუწყო პოლიციელებს, რასაც საპასუხო სროლა მოჰყვა. დაჭრილის მდგომარეობა „მძიმეა, მაგრამ სტაბილური“. მის ვინაობას საჯაროდ არ ამხელენ. ფერგიუსონში 9 აგვისტოს ძალადობა მოჰყვა მშვიდობიან საპროტესტო აქციებს შავკანიანი მოზარდის, მაიკლ ბრაუნის მკვლელობის წლისთავთან დაკავშირებით. მისმა მოკვლამ თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მთელს შეერთებულ შტატებში გამოიწვია აღშფოთება და, ზოგ შემთხვევაში, ძალადობრივი პროტესტი.

XS
SM
MD
LG