Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში იმყოფება უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი


უეფას (UEFA) სუპერთასის მატჩის გამო თბილისში იმყოფება ორგანიზაციის პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელიც დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან აღნიშნა, რომ UEFA-ს სუპერთასის მატჩის მასპინძლობა საქართველოსთვის დიდი პატივია. „ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება ქვეყნისთვის და დიდი ზეიმი ფეხბურთის მოყვარულებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და მიშელ პლატინიმ დღევანდელ მატჩთან დაკავშირებულ საკითხებსა და საქართველოსა და UEFA-ს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს.

XS
SM
MD
LG