Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერის ანტიკორუფციულ რეფორმებს


ერაყის პარლამენტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პრემიერ-მინისტრ ჰაიდარ ალ-აბადის ანტიკორუფციული რეფორმების პაკეტს. აბადის მიერ შეთავაზებული ზომები მიმართულია კორუფციის შესამცირებლად და სახელმწიფო ფულის დასაზოგად. რეფორმების პაკეტის შედეგად გაუქმდება მთელი რიგი სამთავრობო ჩინები, აღარ იარსებებს პარტიული და რელიგიური კვოტები სამთავრობო პოსტების დასაკავებლად და ხელახლა დაიწყება გამოძიებები სამთავრობო კორუფციასთან დაკავშირებით. კენჭისყრის ფონია გაძლიერებული საპროტესტო მოძრაობა ერაყში, რომელიც სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ გამოდის.

XS
SM
MD
LG