Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანელი სამხედროების ინფორმაციით ექსტრემისტებმა ერაყში ქიმიური იარაღი გამოიყენეს


ჩრდილოეთ ერაყის ქურთებით დასახლებულ რეგიონში მყოფი გერმანელი სამხედრო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ „ისლამურმა სახელმწიფო“ სავარაუდოდ ქიმიური იარაღი გამოიყენა ქურთთა სამხედრო ძალების წინააღმდეგ. გერმანიის დაზვერვის თანახმად, სავარაუდო ქიმიური თავდასხმა ქურთებით დასახლებული რეგიონის დედაქალაქ ირბილიდან 60 კილომეტრით დაშორებულ მახმურში მოხდა. მტკიცებულებები აღნიშნული თავდასხმის შესახებ გერმანელმა მზვერავებმა თემის უხუცესებთან შეხვედრის დროს მიიღეს. ქიმიური შეტევის დროს დაშავებული „ფეშმერგას“ 60 მებრძოლს რესპირატორული დაავადებები აღენიშნებათ. გაზეთ „ბილდის“ თანახმად გერმანელი სამხედროების მიერ მოპოვებული ინფორმაცია ბერლინში გაიგზავნა. გერმანელი სამხედროები ერაყში ქურთების სახალხო ლაშქარ „ფეშმეგრასა“ და „იაზიდის“ მებრძოლებს წვრთნიან და გერმანული იარაღით ამარაგებენ ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG