Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ლიდერმა გასცა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების ბრძანება


ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ-აბადიმ გამოსცა სასამართლო ხელისუფლების რეფორმირების ბრძანება, იმ ფონზე, როცა ათასობით მოქალაქე დადებითად შეხვდა პრემიერის მხრიდან ანტიკორუფციული კამპანიის გაძლიერებას და ქვეყნის წამყვანმა სასულიერო პირმა განაცხადა, რომ შემდეგი სამიზნე სასამართლო უნდა ყოფილიყო. კვირის დასაწყისში პარლამენტმა ერთხმად დაამტკიცა აბადის მასშტაბური რეფორმების გეგმა, რომელიც მთავრობაში ცვლილებებს ეხებოდა - რის გამოც ათასობით ერაყელი ქუჩებში გავიდა საზეიმოდ. დემონსტრანტებს ხელში ერაყის დროშები ეჭირათ, ისინი აკრიტიკებდნენ პოლიტიკოსების უმრავლესობას და აქებდნენ პრემიერს. აბადის პროგრამა ითვალისწინებს მთავრობის მთელი სტრუქტურების გაუქმებას, ასევე აუქმებს რელიგიურ და პარტიულ კვოტებს სახელმწიფო პოზიციებზე, ხელახლა იწყებს კორუფციის შესახებ გამოძიებას და პრემიერს ანიჭებს უფლებამოსილებას პოსტებიდან დაითხოვოს რეგიონების და პროვინციების ხელმძღვანელები. თუმცა ის გეგმა არ ეხებოდა სასამართლოს. ერაყის შიიტი სასულიერო ლიდერი, აიათოლა ალი ალ-სისტანი გამოვიდა სასამართლოს რეფორმის ინიციატივით და ამას უწოდა „რეფორმის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი“. სისტანის გამოსვლიდან რამდენიმე საათში აბადიმ სასამართლოს მიმართა გადამწყვეტი ანტიკორუფციული და სამართლებრივი ცვლილებების მოხდენის მოწოდებით.

XS
SM
MD
LG