Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატის უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ ობამას გამარჯვების დიდი შანსი აქვს


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამარჯვების დიდი შანსი აქვს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კონგრესში რესპუბლიკელებთან დაპირისპირებისას - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკკონელმა. წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა, სადაც რესპუბლიკელებსა აქვთ უმრავლესობა, მომავალ თვეში კენჭი უნდა უყარონ ირანთან შეთანხმებას. ელიან, რომ კონგრესი შეთანხმებას უარყოფს ორივე პალატის ერთობლივი რეზოლუციით. ობამამ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ვეტოს უფლებას გამოიყენებს. ვეტოს დასაძლევად რესპუბლიკელმა ოპონენტებმა ხმების ორი მესამედი უნდა მოაგროვონ. მიჩ მაკკონელმა სიტყვით გამოსვლისას ვეტოს დაძლევის სირთულეებზე ილაპარაკა და თქვა, რომ ობამას წარმატების მიღწევის დიდი შანსი აქვს.

XS
SM
MD
LG