Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელ ჯარისკაცს, რომელმაც ავღანეთში 16 ადამიანი მოკლა, მანამდეც ეტყობოდა ძალადობისაკენ მიდრეკილება


ამერიკელ ჯარისკაც რობერტ ბეილსს, რომელიც ორი წლის წინ გაასამართლეს ავღანეთში 16 სამოქალაქო პირის დახოცვისთვის, ამ დანაშაულის ჩადენამდეც ეტყობოდა ძალადობისაკენ მიდრეკილება, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ასეთი დანაშაულის ვარაუდს გააჩენდა. ამ შეფასებას შეიცავს აშშ-შის ჩატარებული სამხედრო გამოძიების დასკვნა, რომელიც 18 აგვისტოს გამოქვეყნდა. სერჟანტი რობერტ ბეილსი აგრესიულად მოეპყრო ავღანელ მძღოლს - ერთი თვით ადრე, ვიდრე 2013 წლის აგვისტოში 16 ადამიანს დახოცავდა. ამასთან ის ხმარობდა სტეროიდებს და ალკოჰოლს, მიუხედავად არმიაში დაწესებული აკრძალვისა. მაგრამ მისი პრობლემური საქციელი არ ქმნიდა ისეთი ვარაუდის საფუძველს, რომ შეიძლებოდა, ასეთი ბოროტმოქმედება ჩაიდინაო, ნათქვამია შეერთებული შტატების სარდლობის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში. მაგრამ იქვე აღნიშნულია, რომ ბეილსზე უფრო მაღალი რანგის სამხედრო პირებს მეტი ყურადღება უნდა გამოეჩინათ ადრე მომხდარი ინციდენტების მიმართ, მათ შორის ბეილსის სიტყვებისადმი, რომლებიც მან სხვა ჯარისკაცებთან საუბრისას წარმოთქვა: რასისტი არა ვარ, თუ არ ჩავთვლით ავღანელებსა და ერაყელებსო.

XS
SM
MD
LG