Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაქოში ჟურნალისტებმა გააპროტესტეს ხადიჯა ისმაილოვას გასამართლება


ბაქოს სასამართლომ, სადაც გამომძიებელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას პროცესი იმართება, კვლავ უარი უთხრა ჟურნალისტებს პროცესზე დასწრებაზე. ჟურნალისტები სასამართლოსთან შეიკრიბნენ და ააფრინეს ჰელიუმით გავსებული მწვანე და წითელი ბუშტები, რომლებზეც ხადიჯას სურათებია დამაგრებული, ისმოდა შეძახილები: „თავისუფლება ხადიჯას!“ აქციის მონაწილეებს შორის იყო ქალიც, რომელმაც გააკეთა განცხადება დემონსტრანტების მოთხოვნაზე: „დღეს ჩვენ, ხადიჯას მეგობრებმა და კოლეგებმა გადავწყვიტეთ, გავმართოთ აქცია ხადიჯას გათავისუფლების მოთხოვნით. მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ბოლო მოუღოს თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე! მოვითხოვთ დაპატიმრებული უფლებადამცველი აქტივისტებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას!“ 39 წლის ისმაილოვა რადიო თავისუფლების შტატგარეშე თანამშრომელია და მრავალი პრესტიჟული პრემია აქვს მიღებული აზერბაიჯანის მმართველ წრეებში კორუფციის მამხილებელი რეპორტაჟების მომზადებისათვის. მას რამდენიმე ბრალდება, მათ შორის თაღლითობის ბრალდება აქვს წაყენებული. უფლებადამცველები და დასავლეთის მთავრობები იზიარებენ ხადიჯა ისმაილოვას შეფასებას, რომ მისი სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად არის მოტივირებული.

XS
SM
MD
LG