Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თენგიზ ფხალაძე სასურველად მიიჩნევს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის გამოსვლას


საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველს, თენგიზ ფხალაძეს სასურველად მიაჩნია პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, რომელიც ნიუ-იორკში 15 სექტემბერს იწყება. გეგმით წელსაც, შარშანდელის მსგავსად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე. მაგრამ ამავე პერიოდში პრეზიდენტი მარგველაშვილიც არის მიწვეული ნიუ-იორკში ორმხრივ შეხვედრებზე, ასევე აღმოსავლეთ ევროპაში ქალთა როლის გაძლიერებაზე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. "მისი მაღალი ავტორიტეტიდან გამომდინარე - საერთაშორისო არენაზე, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ავტორიტეტი მაქსიმალურად იყოს გამოყენებული და რახან პრეზიდენტი იმ პერიოდში არის შეერთებულ შტატებში, როდესაც იხსნება გაეროს გენასამბლეის დებატები, კარგი იქნებოდა, რომ მას მისცემოდა საშუალება, სიტყვით გამოსულიყო გენერალურ ასამბლეაზე", - განაცხადა ფხალაძემ. უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნისათვის „შეურაცხმყოფელი“ უწოდა გაეროში გამგზავრებასთან დაკავშირებულ „სპეკულაციებს“. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ცალსახად არ არის განსაზღვრული და გამიჯნული პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის როლები.

XS
SM
MD
LG