Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წელს დამატებით მიაწვდის 20 მლნ დოლარს


აშშ-ი გეგმავს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს წელს დამატებით მიაწოდოს 20 მილიონი დოლარი "ევროპის მხარდაჭერის ინიციატივის" ფარგლებში. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტზე გამოქვეყნდა თავდაცვის მინისტრთან, ეშტონ კარტერთან 18 აგვისტოს მისი ქართველი კოლეგის, თინა ხიდაშელის შეხვედრასთან დკავშირებით. კარტერის პრესმდივნის, პიტერ კუკის განცხადებით, ეშტონ კარტერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას დაადასტურა აშშ-ის მტკიცე პოზიცია საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხში. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა "გამორჩეულად მეგობრული" და "პროდუქტიული" იყო. შეერთებულ შტატებში ხიდაშელის სამუშაო ვიზიტი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

XS
SM
MD
LG