Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო არ გამორიცხავს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციას


გაერო შიშობს, რომ, შესაძლოა, ხელახლა გამწვავდეს ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტი. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა ოთხშაბათს გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ჯეფრი ფელტმანმა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვის ზრდაზე, მათ შორის განსაკუთრებით აღნიშნა ღაზის სექტორის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების რაოდენობის მატება. გაეროს წარმომადგენელმა ასევე შეახსენა საზოგადოებას პალესტინელთა ოჯახზე ისრაელ ექსტრემისტთა თავდასხმა, რომელსაც წლინახევრის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. ფელტმანმა მოუწოდა ისრაელს, გაათავისუფლოს ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პალესტინელი პოლიტპატიმრები.

XS
SM
MD
LG