Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საარტილერიო ცეცხლი გაცვალეს ჩრდილოეთმა და სამხრეთმა კორეამ


საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლი გაცვალეს ჩრდილოეთმა და სამხრეთმა კორეამ, მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთმა კორეამ მიზანში ამოიღო ხმის გამაძლიერებლები, რომლებსაც სამხრეთ კორეა იყენებდა ფხენიანის საწინააღმდეგო პროპაგანდისთვის. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ათობით 155 მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი ისროლა იმ მიმართულებით, საიდანაც სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - მას შემდეგ, რაც ამოიცნო რაკეტების ტრაექტორია, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიიდან ნასროლზე მიუთითებდა. სამხრეთ კორეის გადამღობმა ცეცხლმა ჩრდილოეთ კორეიდან გამოიწვია საპასუხო სროლა. ჩრდილოეთი კორეა წარსულში აცხადებდა, რომ პასუხს გასცემდა სამხრეთ კორეის მიერ ხმის გამაძლიერებლების გამოყენებას იმ შეტყობინებების გადაცემის მიზნით, რომლებშიც აკრიტიკებენ ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციებს და აქებენსამხრეთ კორეის დემოკრატიულ სისტემას. სეულმა ამგვარი მაუწყებლობა ახლახან დაიწყო, იმ ნაღმების პასუხად, რომლებიც, მისი თქმით, ჩრდილოეთმა კორეამ განათავსა საზღვრის გასწვრივ, დემილიტარიზებულ ზონაში. ნაღმებმა ორი სამხრეთ კორეელი ჯარისკაცის დასახიჩრება გამოიწვია.

XS
SM
MD
LG