Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიამ საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მიგრანტების გამო


მაკედონიის მთავრობამ საზღვრებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რითიც ქვეყანაში შესვლის საშუალებას არ აძლევს ათასობით მიგრანტს, რომლებიც საბერძნეთიდან ევროკავშირის სხვა სახელმწიფოებში ცდილობენ გადასვლას. საბერძნეთ-მაკედონიის სასაზღვრო ზონაში მდებარე, მაკედონიის ქალაქ გევგელიაში ათასობით მიგრანტი იმყოფება 20 აგვისტოს, მაკედონიაში შესვლის მოლოდინში. პოლიციას ბრძანება მისცეს შეაჩეროს ხალხის ჯგუფები, რომლებიც ფეხით მიდიან ქალაქის რკინიგზის სადგურზე და იქიდან სერბიაში მიემგზავრებიან მატარებლით. საერთაშორისო რკინიგზა, რომელიც სალონიკის სკოპიესთან აკავშირებს, ასევე ბლოკირებულია ათასობით მიგრანტის მიერ. საბერძნეთის მხარეს 20 აგვისტოს გააჩერეს ორი სატვირთო და ერთი სამგზავრო მატარებელი. მაკედონია მნიშვნელოვან სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენს მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროკავშირში საბერძნეთიდან შედიან და შემდეგ ევროკავშირის უფრო მდიდარ სახელმწიფოებში ცდილობენ გადასვლას. ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაკედონიაში 39,000 მიგრანტამდე აღრიცხეს, უმრავლესობა სირიიდან და ავღანეთიდან იყო.

XS
SM
MD
LG