Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთიდან მაკედონიაში გადავიდა ათასობით მიგრანტი


ათასობით მიგრანტი გადავიდა საბერძნეთიდან მაკედონიაში მას შემდეგ, რაც საზღვარზე მყოფმა მაკედონიელმა პოლიციელებმა, როგორც ჩანს, ხელი აიღეს მათი შეჩერების მცდელობაზე. მანამდე სასაზღვრო რეგიონში, რომლის გავლითაც მიგრანტები დასავლეთ ევროპაში მოხვედრას ცდილობენ, რამდენიმე დღე გრძელდებოდა ქაოსი და დაპირისპირება. მიგრანტების დიდ ნაწილს შეადგენენ ლტოლვილები სირიიდან, რომლებიც ომს გაურბიან. 19 აგვისტოს მაკედონიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და საზღვარი ჩაუკეტა მიგრანტებს - დღეში 2000-მდე კაცს. მათი მიზანია მაკედონის, სერბიისა და უნგრეთის გავლით ევროკავშირის შენგენის ზონაში მოხვედრა.

XS
SM
MD
LG