Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი კორეის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება განაახლეს


ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებმა მოლაპარაკება განაახლეს დაძაბულობის განსამუხტად მას შემდეგ, რაც მხარეები ომის საფრთხემდე მიიყვანა საარტილერიო ცეცხლის გაცვლამ და ერთმანეთის მიმართ მუქარამ. მაღალი რანგის ოთხმა ოფიციალურმა პირმა 22 აგვისტოს დაიწყო შეხვედრა ორ კორეას შორის დემილიტარიზებულ ზონაში. შეხვედრა რამდენიმე საათი გაგრძელდა და დღეს განახლდა. მსჯელობენ ფხენიანის მიერ სეულისათვის წაყენებულ ულტიმატუმზე, ბოლო მოუღოს ჩრდილოეთ კორეის საწინააღმდეგო პროპაგანდას. წინააღმდეგ შემთხვევაში ფხენიანი ომით იმუქრება. საზღვრის მახლობლად მცხოვრები ათასობით სამხრეთკორეელი იქნა ევაკუირებული უსაფრთხოების ზომების ფარგლებში. გაერო, შეერთებული შტატები და ჩინეთი მხარეებს თავშეკავებისაკენ მოუწოდებენ.

XS
SM
MD
LG