Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი ევროს ფასმა 80 რუბლს გადააჭარბა


მოსკოვის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებისას დოლარის კურსმა 70 რუბლს გადააჭარბა, ევრო კი 80 რუბლზე ძვირი ღირს. რუსეთის ვალუტის მკვეთრად შესუსტების ფონზე დაეცა რუსეთის ძირითადი საფონდო ინდექსებიც. რუბლის კურსის ვარდნა მოჰყვა ნავთობზე მსოფლიო ფასების მორიგ ვარდნას. ბოლო ექვსნახევარი წლის განმავლობაში ნავთობის ფასმა მინიმუმს მიაღწია. Brent-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი 24 აგვისტოს დილით 45 დოლარზე ნაკლები იყო. ნეგატიური დინამიკა შეინიშნება სხვა ქვეყნების საფონდო ბაზრებზეც. შანხაის ბირჟის ინდექსი 24 აგვისტოს 8%-ზე მეტით დაეცა. იაპონიის Nikkei-მ დაკარგა დაახლოებით 5%, სინგაპურისამ კი 3,8%. რუბლის კურსის დაცემა აჩქარდა ივლისის მეორე ნახევრიდან. ერთი თვის განმავლობაში - 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე რუსეთის ვალუტა დოლარსა და ევროსთან მიმართებით 20%-ზე მეტით დაეცა.

XS
SM
MD
LG