Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შესასრულებლად


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს აღმოსავლეთ უკრაინაში სამშვიდობო შეთანხმების შესასრულებლად. მერკელმა ეს განცხადება გააკეთა 24 აგვისტოს ბერლინში საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან, ფრანსუა ოლანდთან და პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. მერკელის თქმით, მინსკში თებერვალში ხელმოწერილი შეთანხმება სრულად არ შესრულებულა, რის გამოც იზრდება მსხვერპლის რაოდენობა. თავის მხრივ, პოროშენკომ გამოთქვა მოსაზრება, რომ „მინსკის პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია“. 24 აგვისტოს, უფრო ადრე, პოროშენკომ კიევში ჩაიბარა სამხედრო აღლუმი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით და პირობა დადო, რომ გაზრდის არმიის რიცხოვნებას. დონბასის რეგიონში 6400-ზე მეტი ადამიანი შეიწირა უკრაინის ჯარებსა და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სეპარატისტების სამხედრო დაპირისპირებამ, რომელიც 2014 წლის აპრილში დაიწყო.

XS
SM
MD
LG