Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელის შეფასებით, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა


თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველო-ნატოს ურთიერთობაში. ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტისა და ნატო-საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის გახსნის შეფასებისას განუცხადა: "ეს იქნება თავისი მასშტაბით, ფუნქციით და მნიშვნელობით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დიდი ერთობლივი პროექტი, რომელსაც ჩვენ უელსის სამიტის პაკეტის ფარგლებში განვახორციელებთ. წინ გვაქვს კიდევ სკოლის გახსნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ღონისძიება, რომელიც 27 აგვისტოს არის დაგეგმილი, საბოლოო ჯამში მოემსახურება არამარტო საქართველოს უსაფრთხოებას", - განაცხადა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG