Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში არ აკრძალავენ ვიკიპედიას


რუსეთში მედიაზე დამკვირვებელმა უწყებამ, როსკომნადზორმა შავ სიაში არ შეიტანა ინტერნეტ-ენციკლოპედიის, ვიკიპედიის ერთ-ერთი გვერდი, რითიც ამოიწურა საფრთხე, რომ ქვეყანაში დახურავდნენ ვიკიპედიის რუსულენოვან ვერსიას. როსკომნადზორმა ეს გადაწყვეტილება გამოაცხადა 25 აგვისტოს. ერთი დღით ადრე მან ინტერნეტ-პროვაიდერებს ბრძანება მისცა დაებლოკათ რუსულენოვანი ვიკიპედიის საიტი, რადგან ის შეიცავდა აკრძალულ ინფორმაციას მარიხუანის ერთ-ერთი სახეობის შესახებ. ვიკიპედიის რუსული ვერსიის დეველოპერებმა ვებსაიტის თავზე განათავსეს შავი ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ ვებსაიტი „ახლო მომავალში“ შეიძლება დაიბლოკოს. როსკომნადზორმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ პრობლემურად მიჩნეულ სტატიას რედაქტირება გაუკეთდა და შესაბამისად ის აღარ შეიტანეს აკრძალული ინფორმაციის ჩამონათვალში.

XS
SM
MD
LG