Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ორი მოქალაქე დააკავეს „საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მცხოვრებ მურაზ ჯავახიშვილსა და ივანე სეხნიაშვილს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საზღვრის“ დარღვევაში ადანაშაულებენ. მათი თანასოფლელების მტკიცებით, ბერშუეთთან დაკავებულ ჯავახიშვილსა და სეხნიაშვილს საოკუპაცო ხაზი არ გადაუკვეთავთ.

XS
SM
MD
LG