Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სენატის დემოკრატი წევრები: ირანთან შეთანხმების დამტკიცებას შევძლებთ


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა ირანთან ბირთვული შეთანხმების მიმართ იზრდება და აღწევს იმ რაოდენობას, რომელიც უზრუნველყოფს სენატში სექტემბრისთვის დაგეგმილ განხილვაზე დოკუმენტის დამტკიცებას. პატი მიურეი 29-ე სენატორია, რომელმაც გამოაცხადა, რომ მხარს უჭერს შეთანხმებას. დემოკრატიულ პარტიას 34 ხმა სჭირდება იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოუცხადონ აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ვეტოს, რომელიც ობამამ უნდა დაადოს რესპუბლიკური პარტიის რეზოლუციას. ეს რეზოლუცია ირათან შეთანხმების საწინააღმდეგო იქნება. მას რესპუბლიკელები გასაგზავნად ამზადებენ.

XS
SM
MD
LG