Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალსა და სოხუმში აღნიშნავენ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან მეშვიდე წლისთავს


ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში აღნიშნავენ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან მეშვიდე წლისთავს. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ხელი მოაწერა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ, სუვერენულ ქვეყნებად აღიარების განკარგულებას. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას განცხადებით, მოსკოვის მიერ 7 წლის წინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მნიშვნელოვნად განამტკიცა აფხაზეთის საერთაშორისო სტატუსი, ამიერკავკასიაში ახალი პოლიტიკურ-სამართლებრივი რეალობა შექმნა და კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის, როგორც მსოფლიოს ზესახელმწიფოს სტატუსი. საგანგებოდ გავრცელებულ მიმართვაში ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ დღეს აფხაზეთის ამოცანებია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დაჩქარება, სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება და თავდაცვის და უსაფრთხოების გაძლიერება, რაც აფხაზეთს მისცემს საშუალებას, საერთაშორისო არენაზე იქცეს რუსეთის სრულფასოვან მოკავშირედ და სხვა სახელმწიფოების მიმართ ჰქონდეს აღიარების გაცილებით საფუძვლიანი პრეტენზია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ რუსეთის შემდგომი მხარდაჭერით აფხაზეთი მისი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო შედეგებს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG